Accessibility links

logo-print logo-print

ჯო ბაიდენმა შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელად დაასახელა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი და გაზარდა კაბინეტის მრავალფეროვნება


დებ ჰაალანდი.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისტორიული არჩევანი გააკეთა თავის კაბინეტში და ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენელი დაასახელა შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ბაიდენმა ნიუ მექსიკოს შტატიდან დემოკრატი წარმომადგენელი, დებ ჰაალანდი დაასახელა ქვეყნის სახელმწიფო მიწების ზედამხედველობის უწყების ხელმძღვანელად. ამის თაობაზე იტყობინებოდა ბაიდენის გარდამავალი ჯგუფი 17 დეკემბერს.

თუ ჰაალანდი დაამტკიცეს თანამდებობაზე, ის იქნება ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება და ეროვნულ კაბინეტში მოხვდება. ჰაალანდმა განაცხადა, რომ ასეთი "ხმა", როგორიც მას ექნება, აშშ-ის კაბინეტში ჯერ არ ყოფილა და დასძინა, რომ დედის ოჯახში აღზრდამ ის „მკაცრი“ გახადა და პირობას დებს, რომ იქნება „მკაცრი“ ყველას მიმართ, პლანეტის მიმართ და დაცული მიწების მიმართ. შინაგან საქმეთა დეპარტამენტი არა მხოლოდ ფედერალურ მიწებს განაგებს, არამედ ასევე უზრუნველყოფს მკვიდრ მოსახლეობასთან ხელშეკრულებების დაცვას. ბაიდენმა დაასახელა ასევე აფრიკელ-ამერიკელი, მაიკლ რიგანი, გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

ეს კანდიდატურები ახლა სენატმა უნდა დაამტკიცოს. ბაიდენი მათი დასახელებით ასრულებს პირობას, რომ კაბინეტში შეიყვანდა საზოგადოების სხვადასხვა შრის წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG