Accessibility links

logo-print logo-print

მწარე  რეალობა


ავტორი: ნანა მახარაძე

პანდემიის გავრცელებამ კიდევ უფრო გაზარდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტები, რამაც კვლავაც ცხადყო ოკუპაციის მძიმე შედეგები. რეალურად, რომ შევხედოთ საქართველოს ხელისუფლებას თითქოსდა არ სცალია ასეთი პრობლემებისთვის ,მთავარია ყოველ კვირას , თუნდაც ყოველ დღე ჩაატაროს საბჭოს შეკრება , მთავარი პოლიტიკური პარტიის წევრებმა გამართონ ბრიფინგი. მეორე მხრივ ოპოზიცია თავის გატანას ფიქრობს მთავარია განიხილონ რაუნდიდან–რაუნდამდე მათი ხელისუფლებაში მოსვლის შანსების გაფართოვება. ოპოზიციის გუნდები მოსახლეობას უთითებენ აქციებში მონაწილეობას – თითქოსდა ამით უთანასწორობის ,დაუმორჩილებლობისა და უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძვით.არცერთ მხარეს არ უფიქრია თუნდაც ერთხელ გაერთიანდნენ ერთი მიზნის გამო.

ყველა მხარე თავისთვის ექაჩება ,ვინღა დაეძებს იმას რაც ძალით,სისხლის ღვრით წაგვართვეს და გამოგვგლიჯეს გულებიდან ქართველებს. ვიღას ადარდებს ის, რომ რუსეთისა და სეპარატისტული ცხინვალის სამხედრო ძალები კრიზისის დროსაც ინტენსიურად აგრძელებენ უკანონო ბორდერიზაციას, კვლავაც შეზღუდულია თავისუფალი გადაადგილების, სამედიცინო დახმარების, განათლების მიღებისა და სხვა უფლებები, რაც შექმნილ ვითარებაში მუდმივად ზრდის ჰუმანიტარული კრიზისის რისკებს.ვისღა ადარდებს ის ფაქტი რომ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიისკენ ან ტერიტორიიდან გადაადგილება 2020 წლის თებერვალში აკრძალა, ვირუსის გავრცელების შეკავების საფუძვლით. ბევრმა ,საქართველოს მოსახლეობამ , არც კი იცის ცხინვალის რეგიონი რომ დიდი რისკის ქვეშ დგას. აქ მცხოვრები მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ასაკოვანია, საავადმყოფოებში აღჭურვილობა არ არსებობს, რის გამოც ექიმები უარს ამბობენ, იმუშაონ ოკუპირებული ტერიტორიების საავადმყოფოებში. ამ ფონზე კი, რუსეთის ფედერაციამ, რომელიც რეგიონის საჭიროებებს უზრუნველყოფს, სამედიცინო მარაგების ექსპორტი მარტის დასაწყისში შეაჩერა, რამაც რეგიონში სამედიცინო კრიზისი უფრო გაამწვავა. რას ვაკეთებთ ჩვენ? არაფერს. გამოვდივარდ აქციებზე ,ვმართავთ სხდომებს ,ჯერ პარლამენტში არ შესულ პარტიებს ვშვლით , ზოგჯერ სოციალურ ქსელებში ვაზიარებთ პატრიოტული სულისკვეთების შემცველ პოსტებს და ბოლოს ვაღმერთებთ მარადონას ,რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს მხარი დაუჭირა. პოზიტიური განწყობით შეეგება საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების საკითხს .

მავთუხლართებით გაყოფილი, თუმცა გულითა და გრძნობებით ახლოს მყოფი თანამემამულეების სატკივარი მესმის და მეფიქრება ქათველებს ხშირად გვიყვარს თქმა :“დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას ,რაც ჩემი ნებით არ დამითმია“ , მერე კი მახსენდება რომ ეს „ხშირად“ ნათქვამი მხოლოდ ან 9 აპრილს ან 26 მაისს ჟღერდება ,და ვხვდები არაფერი გვეშველება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG