Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამ ცხოვრების დედაც!“ ანუ რა ისწავლა ხალხმა უკანასკნელი გახმაურებული თვითმკვლელობის შემდეგ"


ავტორი: Lucas Camus

*იმედი მაქვს გრძნობებზე თამაში არ გამომივა.

2020 წლის დეკემბრის შუა პერიოდია, სამწუხაროდ კორონავირუსი იმდენად გამძაფრდა რომ მთელს მსოფლიოს მოედო, ჩვენდა საამაყოდ 24/7 -ზე იბრძვიან ექიმები და ყველაფერი იმედია რომ კარგად დასრულდება.

რამდენიმე თვის წინ კი ბოლო გახმაურებული თვითმკვლელობა დაფიქსირდა დედაქალაქში, 15 წლის მოზარდმა, ლუკამ სკოლის კედელზე დაწერა „ამ ცხოვრების დედაც“ და იმის მაგივრად რომ ბავშვი ფსიქოლოგთან მიეყვანათ ან ვინმე დალაპარაკებოდა მის ასაკში დაწყებულ ეგზისტენციალურ საკითხებზე პოლიციაში უკრეს თავი და მერე რაც მოხდა ეს უკვე ისტორიაა.. ოღონდ სამწუხარო ისტორია..

სიკვდილის ფენომენი ჩემს შინაგან სამყაროში ნაადრევად შემოვიდა, სიკვდილმა შემიპყრო, სიკვდილმა ჩემში რომანტიკაც კი აღძრა, შექმნა ესთეტიკა, ცხოვრების ასპარეზი, დანიშნულება, მიზანი და ყოველდღიური ცხოვრების რუტინაშიც შემოაღწია. ფაქტობრივად სიკვდილზე ავეწყვე ჩემი განრიგით და ეს იმაზე სერიოზული თემაა ვიდრე ზოგს ჰგონია – ‘პატარაა და გაუვლის’, არა არ გაგვივლის არასდროს! ჩვენ ეს გვადარდებს!

რაღაცით პირადად მე ვგრძნობ რომ ლუკასთან შინაგანი ძაფები მექნებოდა, ვნანობ რომ ლუკას ვერსად შევხვდი და ვერ გავიცანი, მაგრამ ჩემში დატოვა რაღაც და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასეც დარჩება რა დროც არ უნდა გავიდეს.

საზოგადოება ნეგატიური მოვლენების დროს ძალიან ცუდ მოცემულებად გვევლინება და ჩარლი ჩაპლინის ნათქვამის არ იყოს - თუ იცინებ გაგიცინებენ, მოიღუშები და მოგიწევს მარტო იყო მთელი შენი ცხოვრება, ასეა ნამდვილად. ლუკას სტკიოდა, ლუკას ეგზისტენციალური კრიზისი ჰქონდა დაწყებული, ლუკას ლაპარაკი უნდოდა, ლუკას სიცოცხლე უნდოდა ოღონდ არა ისეთი როგორიც ჰქონდა, მას ძალიან ეტკინებოდა როცა 15 წლისას მოუწია სიარული იმ დაწესებულებაში, რომელიც არაა ასე მარტივი ასატანი. ჯერ კიდევ შუა თინეიჯერობაში მყოფი ბავშვი როგორ იქნებოდა მზად აეტანა დაკითხვა, რომელსაც რეციდივისტებს უწყობენ ხოლმე, როგორ გაუძლებდა მისი ფსიქოლოგია იმას რასაც უფრო “დიდები” ვერ უძლებენ და დრკებიან, როგორ აიტანდა მარტო დარჩენას პოლიციური სისტემის წინააღმდეგ, როგორ შეძლებდა თავის თავში გადაეაზრა ის რომ ამ ცხოვრების არამიმზიდველობის აღნიშვნის გამო პოლიცია კითხავდა მას, როგორ შეძლებდა ცხოვრება გაეხალისებინა ამის შემდეგ, როგორ შეძლებდა აღარ ეფიქრა რომ ეს ცხოვრება ნაგავია, დაკითხვის მერე ხომ შვიდმაგად მოაწვებოდა დარდი და კატასტროფული აზრები? როგორ უნდა აეტანა ეს 15 წლის ბავშვს? ბავშვს, რომელსაც პოლიციასთან არ უნდა ჰქონოდა კავშირი მის ასაკში? გიფიქრიათ ამაზე? თუ იფიქრეთ რა შეიცვალა თქვენში? აგერ თვეები გავიდა და სულელი პოლიტიკოსების თუ არაპროფესიონალი ჟურნალისტების მიერ ქულების დაწერის გარდა რა შეგვრჩა ხელში? ვინმემ ამაზე ისაუბრა? საზოგადოება მიხვდა თავის შეცდომას? ვინმემ სხვანაირად დაუწყო თავის 15 წლის შვილს ყურება? პიროვნებად აღქმა დაიწყო ბავშვების ვინმემ? რა შეიცვალა? მე ვერ ვატყობ, რომ ამ ქვეყანაში ბოლო წელიწადნახევარში რამდენიმე მოზარდმა მოიკლა თავი, ვერ ვატყობ ლუკა სირაძის, ხორავას ამბების, და სხვა მომხდარ მოვლენას რომ რამე შეეცვალოს ჩვენს რეალობაში, რომ რამე გვასწავლა ამან, ვერ მამშვიდებს ის რეალობა რაც ირგვლივაა და ნამდვილად აი ასეთი ცხოვრების დედაც!

P.S. არ მინდოდა ემოციებზე თამაში, უბრალოდ ვისურვებდი ყველამ ჩვენს თავში შევინახოთ კრებითი თუ კონკრეტული ლუკა სირაძე და ვისწავლოთ პატარა რაღაც მაინც ერთხელ და საბოლოოდ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG