Accessibility links

logo-print logo-print

დრო მიდის, კადრები კი რჩება


ავტორი: ნანა მახარაძე

...დიდად ვერ დავიკვეხნი ამ ცხოვრებაში ბევრი რამ ვიცი, ისეთი გამოცდილი ვარ არავის რჩევა არ მჭირდება მეთქი, მაგრამ როგორც ყველას ბევრჯერ განმიცდია ნამდვილი სიხარული,ბედნიერება ,მწუხარება,სევდა და ბრაზი. ეს გრძნობები ხომ ჩვენი თანმდევია... არის ფაქტები , მხოლოდ გრძნობებს რომ არ იტევს. მასში თავმოყრილია დეტალური კადრები.ხშირად მომხდარის შემდეგ გვიფიქრია ,ის გუშინ იყო, წარსულია ,ვერ დააბრუნებ დროს, ვერაფერსაც შეცვლი .თუმცა, აღმოჩნდება რომ მხოლოდ წარსული არ არის მოხდა და მორჩა, ამას ვერ ვამბობთ.ზოგჯერ ჩვენს ენას შეუძლია თქმა , გულს კი არა.არსებობს შემთხვევები, ენაც და გულიც მომხდარ ფაქტად წარსულად თვლის, მაგრამ იმდენად დალექილია გონებაში ,რომ გგონია ახლა იმავეს შენს თვალწინ ხედავ და გეფიქრება მომხდარის შემდეგ როგორ შეიცვალე. დიდ მწერლებს უთქვამთ: "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის" .ალბათ ყოვეთვის უკეთესია მოკლედ თქვა სათქმელი,მკითხველსაც არ მობეზრდება. თუმცა ჩემი ამბის შემთხვევაში ჯობს უფრო ვრცლად ვთქვა ,ვიდრე მოკლედ და უხეიროდ.

მზიანი დღეა... მე და ჩემი მეგობარი გამოვდივართ უნივერსიტეტიდან , გადავწყვიტეთ ცოტა ფეხით გაგვევლო, გვესაუბრა და შემდეგ წავსულიყავით საქმეზე. მოგეხსენებათ დღესდღეისობით, ხშირად გვხდება მოხუცებული ქალები ქუჩაში ,ქვაზე ჩამომჯდარი ლუკმა პურისთვის, წამლისთვის ფულს რომ აგროვებენ(საპენსიო თანხა მათ არ ჰყოფნით).ასეთი მჯდომი მოხუცი ბებო შეგვხვდა და ხელით გვანიშნა დამეხმარეთო. რამდენიც შეგვეძლო იმდენი მივეცით ,მინიმალური მაგრამ მაინც. გავაგრძელეთ ფეხით სვლა.... ორი წუთის შემდეგ კი გარემოებების ცვლილების გამო, იმ ადგილისკენ მიბრუნება მოგვიწია და რას ვხედავთ ის გაჭირვებული მოხუცი ქალი მიდის სევდიანი თვალებით, უკან კი მიყვება მასზე ბევრად ახალგაზრდა ქალი და ეჩხუბება : -ეს ჩემი ადგილია ,წამართვი ;შენ რომ არ ყოფილიყავი ბავშვები მე მომცემდნენ თანხას. ხელიდან გამოგლიჯა ის რაც მივეცით და გააგრძელა ლანძღვა : -უნამუსო ხარ დროზე აქედან წადი. თან მუჯლუგუნი წაჰკრა და უხეში ხელის კვრით წინ უბიძგა. წარმოგიდგენიათ, უსუსური ბებო სევდიანი თვალებით უგზო-უკვლოდ მიდის რომ სადმე დაჯდეს. აღარ შეუძლია სიარული, მაინც აგრძელებს სვლას რადგან ეშინია. ეშინია -დამცველი არ ჰყავს, ეშინია- ადამიანის ,ქალის, რომელსაც გული არ აღმოაჩნდა ,ის გაწირეს ,არ შეიცოდეს, ცემით დაემუქრეს.... ჩვენ კი გაოცებული ვდგავართ.ორი ფაქტორის გამო: ჯერ ერთი, როგორ შეიძლება დაიტიოს ერთმა ადამიანმა ამხელა სიძულვილი,მეორე მხრივ კი ამ ფაქტს ქუჩაში მოსიარულე ხალხი შეჰყურებს და ისე იქცევა თითქოს აქ არაფერიაო. უცებ გამოვცოცხლდით ბებოს დავედევნეთ.ვუყურებდით მის სევდიან ცრემლებით სავსე თვალებს და ვეკითხებოდით ხომ კარგად იყო.

მან კი გვანიშნა არ მესმის რას ამბობთო ყრუ-მუნჯი გახლდათ..... გული მომიკვდა, სული მეტკინა, რადგან ინსტიქტურად ჩემი ბებია წარმოვიდგინე მის ადგილას. ცხოვრებაში არ დამავიწყდება იმ წუთას არეული გრძნობები: ბრაზი,უსამართლობა,ტკივილი,მწუხარება. როგორც ჩანს ჩემი მეგობრის გულში ,აზრებში ,ფიქრებში იგივე მოხდა, რადგან შეუთანხმებლად ერთი და იგივე ქმედება განვახორციელეთ ბებო უკან მივაბრუნეთ .გრძნობებით აღსავსე შევბრუნდი ,იქ მდგომი დამცინავი მზერით მყოფი იმ ახალგაზრდა ქალისკენ. პირველად ჩემს ცხოვრებაში უცნობ უფროს ქალს ვუთხარი ისეთი სიტყვები ,რაც ერთად იტევდა მთელ ბრაზს.მინდოდა წასულიყო, მასაც ეგრძნო შიში და თუნდაც დროებით თავი დაენებებინა მოხუცისთვის. უხეში მოძრაობით მოგვიყარა ფული და გაგვშორდა უცებ .... დავამშვიდეთ ბებო, იმის მიუხედავათ ვიცოდით რომ ჩვენი სიტყვები არ ესმოდა. მაგრამ თვალებით ხომ გვხედავდა , თვალებით ხომ იგრძნო, მისი თვალები ხომ აღარ იტევდა ცრემლებს და სევდას... ამ ამბის შემდეგ ერთი წელი გავიდა... დღეს ვზივარ ოთახში. ვუყურებ ჩემს საყვარელ ბებოს, თბილი მოსიყვარულე თვალებით, რომ შემომცქერის და ისევ მახსენდება მომხდარი .მტკივა გული ,რადგან ვიცი რომ ის მოხუცებული მთელი დღე გაყინულ ქვაზე იჯდება და ნაშოვნი ფულით მხოლოდ პურის ყიდვას შეძლებს. რაც მთავარია მხოლოდ ის ერთი არ არის. ასეთი ადამიანებისთვის ,არც კორონა არსებობს და არც სხვა სახის ვირუსი .მათ არ ყავთ ახლობლები,არ აქვთ სახლი. რა თვითიზოლაციაზე და თავის დაცვაზეა საუბარი. ისინი უპატრონოდ სხედან ქვებზე და შეჰყურებენ ზეცას მოწყალე თვალებით ..... მე არასდროს დამავიწყდება იმ ბებოს თვალები. ვერასდროს ვერ ჩავივლი იმ ქუჩას, ისე რომ იმ პატარა ადგილს გულგრილად შევხედო. ვერასდროს შევძლებ თვალების დამორჩილებას, არ გაიხედოს იქეთკენ, იმის შეგრძნებით რომ იქნებ ის ბებო კვლავ დამხვდეს. შეიძლება ეს ამბავი ზოგიერთისთვის სენტიმენტალური იყოს,ზოგისთვის ბევრის მთქმელი ან უბრალოდ არაფრის მომცემი .ამის მიუხედავად ,მჯერა და შემიძლია გითხრათ ცხოვრებაში ყველა მომხდარი ფაქტი ვერ იქნება დავიწყებული. ის ჩვენთან ილექება ,გვცვლის და მუდამ მიგვყვება. დრო მიდის, კადრები კი რჩება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG