Accessibility links

site logo site logo

ერევანში იმყოფება რუსეთის ეფესბეს ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბორტნიკოვი


18 დეკემბერს ერევანში ჩავიდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბორტნიკოვი.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, რუსეთის ეფესბეს ხელმძღვანელი უკვე შეხვდა სომეხ კოლეგას, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის დირექტორს, არმენ აბაზიანს.

სხვა დეტალები ამ გასაიდუმლოებული ვიზიტისა უცნობია.

არსებობს ცნობები, რომ ბორტნიკოვი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. თუმცა, ეს ცნობა ოფიციალურად არ დასტურდება.

ცნობილია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრს გარდაეცვალა მამა, რის გამოც ნიკოლ ფაშინიანი არ მიიღებს მონაწილეობას მოსკოვის ლიდერობით მოქმედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ლიდერთა ონლაინშეხვედრაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG