Accessibility links

logo-print logo-print

ნინო ბურჯანაძე: გაზაფხულზე ნამდვილად ვაპირებთ აქციებს, თუმცა ამის სურვილი არ გვაქვს


ნინო ბურჯანაძე

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, თუ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ შედგება, ოპოზიცია გაზაფხულზე საპროტესტო აქციებს დაიწყებს, რისი სურვილიც მას არ აქვს. „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა:

„თუ მანამდე ხელისუფლებასთან შეთანხმება მოხერხდება, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, რაც არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, არანაირი აქციები არ იქნება. თუ არ მოხერხდება ასეთი შეთანხმება, ბუნებრივია, საპროტესტო მშვიდობიანი აქციები არის ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა, დემოკრატიული ფორმა, კონსტიტუციური ფორმა, კონვენციური ფორმა და თავისთავად ცხადია, რომ ეს ფორმაც გამოყენებული იქნება“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მანამდე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მედიასთან თქვა, რომ "პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში. გადაიზრდება და ტრანსფორმირდება მათ შორის, დიახაც, მშვიდობიან რევოლუციაში".

ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთი შეხვედრა დაასრულეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში. ისინი კვლავ აგრძელებენ შეხვედრებსა და სამომავლო გეგმებზე საუბარს, თუმცა არა კონკრეტულ დეტალებზე. ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. მათმა ნაწილმა პარლამენტს შესაბამისი მოთხოვნით უკვე მიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG