Accessibility links

logo-print logo-print

მე-10 მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა


პარლამენტის ბიუროს სხდომა

ახლად არჩეული მე-10 მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომაზე სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით დაიხურა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია გაიხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თქვა, მომდევნო კვირიდან მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოსაწვევად.

უახლოეს დღეებში პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა (სამთავრობო პროგრამასთან ერთად) და სახელმწიფო ბიუჯეტს.

ახლად არჩეულ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიები. ისინი აცხადებენ, რომ 31 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულია. ხუთი საარჩევნო სუბიექტის პარტიული სიებიდან არჩეულმა დეპუტატებმა პარლამენტს ინდივიდუალური განცხადებებით მიმართეს უფლებამოსილების შეწყვეტის მიზნით. ანალოგიური განცხადება, ასევე, წარადგინა „გირჩის" პირველმა ნომერმა ზურაბ ჯაფარიძემ. მიუხედავად ამისა, ოპოზიცია და მმართველი პარტია დიალოგის მორიგი რაუნდის გამართვას აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG