Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაიცვალა 53 ადამიანი; გამოვლინდა 2904 შემთხვევა


19 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ 19-ით გარდაიცვალა 53 ადამიანი; გამოვლინდა 2 904 ახალი შემთხვევა; გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი.

ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 824 კვლევა ტესტით, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით 9 506 და PCR ტესტით 9 318.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 984, საიდანაც, 6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში; მძიმე პაციენტია 1 136, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417.

20 460 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

  • პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაა 206 907.
  • პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 055 პირი ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG