Accessibility links

logo-print logo-print

კელი დეგნანი აჯამებს აშშ-საქართველოს პარტნიორობას 2020 წელს


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აჯამებს ორი ქვეყნის პარტნიორობას 2020 წელს და აცხადებს, რომ კოვიდ 19-ის გამოწვევის მიუხედავად, აშშ-საქართველოს მოკავშირეობა გაძლიერდა.

„2020 რთული წელი იყო, თუმცა გამოავლინა საუკეთესო საქართველოსა და აშშ-ში - გავაძლიერეთ ჩვენი პარტნიორობა და მივაღწიეთ რეალურ პროგრესს, ერთად!“ - ამბობს კელი დეგნანი 19 დეკემბერს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.


ვიდეოში მოცემულია ამერიკული, მათ შორის, ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაცია, მაგალითად:

  • $20 000 000 კოვიდის წინააღმდეგ;
  • $2 000 000 დევნილებისთვის;
  • $500 000 ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა სასაზღვრო პოლიციას;
  • $232 000 ღირებულების სახანძრო მანქანა;
  • ელჩის ფონდი: $600 000 ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის.

„ვმუშაობთ ერთად გამჭვირვალე, სტაბილური და დემოკრატიული საქართველოსთვის, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ჩრდილო-ატლანტიკური ერების ოჯახთან. კერძოდ, აშშ-ის მისიის პროფესიონალების ჯგუფი ქართველ მეგობრებთან ერთად მუშაობდა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ და საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად; სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ხელშეწყობისა და სამართალდამცავი ორგანოების გაძლიერებისთვის; ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისა და ზრდისთვის, რომელიც შექმნის კარგ სამუშაო ადგილებს და მეტ ინვესტიციებს; საქართველოს უსაფრთხოების ძალების გაძლიერებისთვის; და მხარს უჭერდნენ პასუხისმგებლიან მედიას, განათლების სფეროს გაძლიერებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას“, - აცხადებს კელი დეგნანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG