Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო: აშშ-ის სამთავრობო ქსელზე მიტანილი კიბერიერიშის უკან რუსეთი იდგა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ნათელია, რომ აშშ-ის რამდენიმე სამთავრობო უწყებაზე მიტანილი კიბერიერიშის უკან რუსეთი იდგა. კიბერთავდასხმის სამიზნე კომერციული ობიექტებიც გახდნენ მსოფლიოს გარშემო.

პომპეოს თქმით, ეს იყო "მნიშვნელოვანი ძალისხმევით განხორციელებული მცდელობა საიმისოდ, რომ მესამე მხარის სოფტვერი ყოფილიყო გამოყენებული რეალურად აშშ-ის სამთავრობო სისტემაში კოდის შესაყვანად".

პომპეო ამ განცხადებებით გამოვიდა მარკ ლევინის შოუში, 18 დეკემბერს. "ვფიქრობ, საქმე გვაქვს ვითარებასთან, როცა საკმაოდ მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აქტივობა რუსებმა განახორციელეს", - თქვა მან.

ამ დრომდე ადმინისტრაცია თავს იკავებდა იმის თქმისგან, თუ საიდან მოდიოდა კიბერშეტევა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ საკითხზე საჯაროდ არ ულაპარაკია. უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების თქმით, კიბერშეტევას შესაძლოა ჰაკერებისთვის მნიშვნელოვან სამთავრობო ინფორმაციასა და ქსელებზე მიეცა წვდომა.

კიბერთავდასხმის შესახებ ცნობა პირველად 13 დეკემბერს გავრცელდა. აშშ-ში რუსეთის საელჩო უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG