Accessibility links

site logo site logo

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აირჩიეს


საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ აირჩიეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს წარდგენილი კანდიდატი ICC-ის კოლეგიის წევრად აირჩიეს. ლორთქიფანიძემ კენჭისყრის მეორე რაუნდში 76 ხმა მიიღო და 9 წლის ვადით აირჩიეს.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ცნობით, გოჩა ლორთქიფანიძე რამდენიმე თვეში შეუდგება მოსამართლის მოვალეობის შესრულებას, მანამდე კი „ქართულ ოცნებაში“ გააგრძელებს საქმიანობას.

გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს 18 დეკემბერს წარუდგინა. თეა წულუკიანის გადადგომის შემდეგ, გოჩა ლორთქიფანიძე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG