Accessibility links

site logo site logo

იუწყებიან, რომ აშშ რუსეთში საკონსულოების მუშაობას აჩერებს და მხოლოდ საელჩოს ტოვებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთში ხურავს ერთ საკონსულოს და მეორის მუშაობას აჩერებს - იუწყება აშშ-ის მედია, ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ამ ცვლილებების შედეგად მოსკოვში აშშ-ის საელჩო დარჩება აშშ-ის ერთადერთ მოქმედ დიპლომატიურ უწყებად.

გავრცელებული ცნობები ეყრდნობა პრესმდივნის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ წერილს, რომლის თანახმადაც ცვლილებების მიზანია "რუსეთში აშშ-ის მისიის მუშაობის ოპტიმიზება".

გეგმა მოიცავს საკონსულოს დახურვას ვლადივოსტოკში, ქალაქ ეკატერინბურგში კი საკონსულო მუშაობას შეწყვეტს.

ამ ცნობის ფონია ბრალდებები, მათ შორის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან, რომ აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და სხვა ობიექტებზე განხორციელებული კიბერიერიშის მიღმა რუსეთი იდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG