Accessibility links

logo-print logo-print

PHR: სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლის დანგრევის შეჩერებაზე


ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა აფრიკის დასახლებაში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნგრევის შეჩერების შესახებ.

ანა არგანაშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

რამდენიმე დღის წინ არგანაშვილმა ამ სახლში მცხოვრები 8 წლის ბიჭის, გიგის ფოტო გამოაქვეყნა ფეისბუკზე და დაწერა, რომ იგეგმებოდა ბიჭის ოჯახის სახლის დანგრევა.

"სასამართლოს დასაბუთება არის ძალიან სევდიანი და ტექნიკური, როდესაც სასწორზე დევს ბავშვის უსაფრთხოება და მისი სახლის გადარჩენა. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ბავშვს ვუთხარით სასამართლო მას მთელი გულით და ყურადღებით მოუსმენდა. სასამართლოს უარს გავასაჩივრებთ. ბავშვმა სამართლიანობის არსებობის იმედი არ უნდა დაკარგოს" - წერს არგანაშვილი ფეისბუკზე 19 დეკემბერს.

PHR-მა თბილისის საქალაქო სასამართლოს 18 დეკემბერს მიმართა თხოვნით შეეჩერებინა სახლის დანგრევა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG