Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს კიბერშეტევას, ეჭვს გამოთქვამს რუსეთის მონაწილეობაზე


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა ახლახან გამხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის შედეგებს და ეჭვი გამოთქვა გავრცელებულ ვარაუდზე, რომ შეტევის უკან რუსეთი იდგა. ეს ტრამპის პირველი განცხადება იყო ამ თემაზე.

"კიბერ ჰაკერობა გაცილებით დიდია ფეიკ ნიუსის მედიაში, ვიდრე რეალობაში" - წერს ტრამპი ტვიტერით 19 დეკემბერს და დასძენს: "რუსეთი, რუსეთი, რუსეთი არის მთავარი ლოზუნგი როცა რამე ხდება, რადგან მეინსტრიმული სუსტი მედია, ძირითადად ფინანსური მიზეზებით, დაშინებულია იმ შესაძლებლობის განხილვით, რომ ეს შესაძლოა ჩინეთი იყოს (და შესაძლოა იყოს!)" - წერს ის.

ტრამპის განცხადება, რომ შესაძლოა ჩინეთი იყოს კიბერშეტევის უკან - რომელიც ჯერჯერობით შეეხო ექვსზე მეტ ფედერალურ სააგენტოს, მათ შორის ვაჭრობის და ფინანსთა დეპარტამენტებს - წინააღმდგობაში მოდის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს და ამ საკითხში გარკვეული კანონმდებლების განცხადებებთან. "ჩვენ საკმაოდ მკაფიოდ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ამ აქტივობაში რუსები მონაწილეობდნენ" - თქვა პომპეომ 18 დეკემბრის ინტერვიუში.

კრემლი უარყოფს შეტევაში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG