Accessibility links

logo-print logo-print

კოვიდინფიცირების 1731 ახალი შემთხვევიდან თბილისში 774 გამოვლინდა


ბათუმის ერთ-ერთი კლინიკა (ფოტოარქივი)

გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 1731 ახალი შემთხვევიდან, 774 თბილისში გამოვლინდა. რაც შეეხება რეგიონებს, 20 დეკემბრის დილისთვის სურათი ასეთია:

  • აჭარა - 142,
  • იმერეთი - 255,
  • ქვემო ქართლი - 140,
  • შიდა ქართლი - 133,
  • გურია - 25,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 122,
  • კახეთი - 80,
  • მცხეთა-მთიანეთი - 33,
  • სამცხე-ჯავახეთი - 23,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 077, საიდანაც 6 654 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 901, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 356.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლინდა კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 4599.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG