Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა


პოლიცია ათენში (ფოტოარქივი)
პოლიცია ათენში (ფოტოარქივი)

ათენში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. TV პირველის ცნობით, გარდაცვლილია 30 წლის ვახო მაჩაბელი, რომელიც საბერძნეთში სამუშაოდ იყო წასული და დედასთან, მეუღლესა და შვილებთან ერთად ცხოვრობდა. ტელეკომპანიის ცნობით, იგი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის საბერძნეთში გარდაცვალების შესახებ რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა გარდაცვალების ოფიციალური ვერსია არ დაუსახელებიათ. უწყების ცნობით, საბერძნეთში საქართველოს საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG