Accessibility links

logo-print logo-print

ქაბულში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებას


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დედაქალაქ ქაბულში სულ მცირე რვა ადამიანი იმსხვერპლა მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ტარიყ არიანმა 20 დეკემბერს განაცხადა, აფეთქებისას დაიჭრა 15 ადამიანი, მათ შორის პარლამენტის წევრი, ხან მოჰამად ვარდაკი. აფეთქება მაშინ მოხდა, როცა დეპუტატის ესკორტი ერთ-ერთ უბანში გადაადგილდებოდა. აფეთქების შედეგად ცეცხლი მოეკიდა მანქანებს, დაზიანდა შენობები.

არიანის განცხადებით, დაღუპულებს შორის ბავშვები და ქალებიც არიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია, თუმცა მთავრობა უწინ განხორციელებულ ამგვარ იერიშებში თალიბანს ადანაშაულებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG