Accessibility links

logo-print logo-print

საქართველო ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უმასპინძლებს


ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მომავალ წელს, გაზაფხულზე დაიწყება და პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს საქართველო უმასპინძლებს.

დანიის ქალაქ ჰერნინგში გამართული წილისყრის შედეგად დაზუსტდა, რომ შეხვედრები 2021 წლის 12-14 მარტს შედგება და საკვალიფიკაციო ეტაპის მასპინძლის - საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ბრიტანეთი, ბულგარეთი და კვიპროსი. ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს. მთავარი შესარჩევი რაუნდი კი 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყება და მასში 32 ქვეყნის ნაკრები ჩაებმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG