Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში დააკავეს ანტისამთავრობო აქციის ათობით მონაწილე


საპროტესტო აქცია. მინსკი, 20 დეკემბერი, 2020 წ.

ბელარუსში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაციის, ვიასნას განცხადებით, უსაფრთხოების ძალებმა ათობით მოქალაქე დააკავეს აქციაზე, რომელიც იმართებოდა ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით. ვიასნა 20 დეკემბერს ავრცელებს ცნობას, რომ დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში დაკავებულია სულ მცირე 42 მოქალაქე.

ბელარუსში თითქმის ყოველდღიურად იმართება საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც აგვისტოს დასაწყისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკა გამოცხადდა გამარჯვებულად. ოპოზიციის ლიდერები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

პოლიცია ძალადობრივ ზეწოლას მიმართავს აქციების მონაწილეების წინააღმდეგ. გაეროს მონაცემებით, ქვეყანაში დააკავეს 27,000-ზე მეტი მოქალაქე. არის ცნობები დაკავებულების წამების და მათ მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

ბელარუსის ოპოზიციის ბევრი ლიდერი დააპატიმრეს ან აიძულეს ქვეყანა დაეტოვებინა. ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას ავტორიტარული ფორმით თითქმის სამი ათწლეულია მართავს, უარს აცხადებს მოლაპარაკებაზე ოპოზიციასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG