Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნები ბრიტანეთს სამოგზაურო შეზღუდვებს უწესებენ, ვირუსის ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო


ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ახალი შეზღუდვები დააწესა ბრიტანეთში და ბრიტანეთიდან მოგზაურობაზე, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთის რეგიონებში, ლონდონის ჩათვლით, კორონავირუსის ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო.

ბელგიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთიდან მომავალ მატარებლებს და თვითმფრინავებს საზღვრებს დაუკეტავს, იტალია აპირებს ფრენის შეწყვეტას. მანამდე ბრიტანეთიდან სამგზავრო თვითმფრინავების ჩასვლა აკრძალა ჰოლანდიამ.

პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა 19 დეკემბერს გამოაცხადა გავრცელების შეზღუდვისკენ მიმართული კიდევ უფრო მკაცრი წესები, რომლებიც ლონდონსა და ინგლისის სხვა ადგილებში ამოქმედდება და 16 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხება.

ვირუსის მუტაცია პირველად სექტემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთში და მას შემდეგ ის ვირუსის დომინანტურ ფორმად იქცა ლონდონში და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებში.

ჯონსონი და ბრიტანელი მეცნიერები აცხადებენ, რომ ვირუსის ახალი ვარიანტი ორიგინალურ ვერსიასთან შედარებით დაახლოებით 70 პროცენტით უფრო სწრაფად ვრცელდება. თუმცა, ეპიდემიოლოგების თქმით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ის სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს. მეცნიერების აზრით, ვაქცინები ახალი ვარიანტის მიმართაც ისევე ეფექტიანი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG