Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 333-მდე შემცირდა


საქართველოში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 1 731-დან 824-მდე შემცირებასთან ერთად შემცირდა ინფიცირებულთა მაჩვენებელი რეგიონებშიც. რეგიონების მიხედვით ინფიცირების ახალი მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 333;
  • აჭარა - 84;
  • იმერეთი - 111;
  • ქვემო ქართლი - 67;
  • შიდა ქართლი - 78;
  • გურია - 23;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41;
  • კახეთი - 35;
  • მცხეთა-მთიანეთი - 35;
  • სამცხე-ჯავახეთი - 17;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში კორონავირუსის 824 შემთხვევა 4811 ტესტირებიდან გამოვლინდა. კვირა დღეს, სხვა დღეებთან შედარებით, ტესტირების მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს.

შედარებისთვის: 20 დეკემბერს, 24 საათში ჩატარებული 9 812 ტესტირებიდან გამოვლინდა კორონავირუსის 1 731 შემთხვევა, 19 დეკემბერს 18 824 ტესტიდან 2 904 შემთხვევა და 18 დეკემბერს 16 870 ტესტირებიდან 2635 შემთხვევა.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 209 462 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 227-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 184 668.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 140-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG