Accessibility links

site logo site logo

ცოტნე გამსახურდია „ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, სიარულს და ლაპარაკს“ — ადვოკატი


ცოტნე გამსახურდია (ფოტო არქივიდან).

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია ინტენსიურ სარეაბილიტაციო კურსს გადის გერმანიაში. ამის შესახებ 21 დეკემბერს ისაუბრა გამსახურდიების ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.

„სრულიად კონტაქტურია, ადეკვატურია, სრულად აღიქვამს კომუნიკაციას, მოვლენებს... ამ ეტაპზე ის შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმით და ჟესტების ენით. ფაქტობრივად, ახლიდან სწავლობს ცხოვრებას, სიარულს და ლაპარაკს“, - ამბობს ადვოკატი.

ამირან გიგუაშვილის თქმით, ცოტნე გამსახურდიას მკურნალობის პროცესში გამოიყენება ყოველგვარი ინოვაციური პროცედურა და ექიმები პროგნოზირებენ, რომ გამსახურდიას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება, რათა „გარკვეული ეფექტი იყოს“.

ცოტნე გამსახურდია თბილისში, გალის ქუჩაზე, 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს, რის შემდეგაც ის კომაში იყო. მას მკურნალობდნენ ჯერ თბილისის, შემდეგ თურქეთის კლინიკებში, 13 ივლისიდან ცოტნე გამსახურდია მკურნალობას გერმანიაში აგრძელებს. მისი მკურნალობის ხარჯებს ფონდი „ქართუ“ ანაზღაურებს. გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის 2 კაცს 15-15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG