Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააკავეს ქალაქ გორისის მერი, ფაშინიანის საწინააღმდეგო მოწოდების გამო


სიუნიქის რაიონის მცხოვრებლებმა გადაკეთეს გორისისკენ მიმავალი გზა
სიუნიქის რაიონის მცხოვრებლებმა გადაკეთეს გორისისკენ მიმავალი გზა

სომხეთში სამართალდამცველებმა დააკავეს ქალაქ გორისის მერი, მისი იმ მოწოდების გამო, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს უნდა აეკრძალოს სიუნიქის რაიონში ჩასვლა.

„არუშ არუშანიანი დაკავებულია აღძრული სისხლის საქმის ფარგლებში. საქმე საგამოძიებო კომიტეტს გადაეცა“, - ნათქვამია სომხეთის პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქმის სხვა დეტალებზე უწყებაში არაფერს ამბობენ.


წინ დღით, როდესაც სიუნიქში სომხეთის პრემიერ-მინისტრი უნდა ჩასულიყო, გორისის მერმა, არუშ არუშანიანმა მოუწოდა მოსახლეობას, რომ არ ჩაეშვათ ოლქის ტერიტორიაზე ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც უწოდა „ეგრთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც სომხეთის მიწებს აბარებს და ასუსტებს სიუნიქის მიუვალობას“.

სომხეთში მტკივნეულ თემად ითვლება აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საკითხი. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა თავისი პოსტები წინ გადმოსწია და სულ რამდენიმე ასეულ მეტრში იმყოფება მათი დასახლებული პუნქტებიდან.


უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სიუნიქის ოლქის მონაკვეთზე სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაზუსტების პროცესი სირთულეს აწყდება, ვინაიდან ძირითადი გზა, რომელიც გორისს ქალაქ კაპანთან (სიუნიქის ოლქი სომხეთის სამხრეთში მდებარეობს) აკავშირებს, კერძოდ, ამ გზის 21-კილომეტრიანი მონაკვეთი, ზოგიერთ ადგილზე სომხეთის საზღვრებს სცილდება.


21 დეკემბრის დილით სიუნიქის ოლქის რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ ავტომაგისტრალი გადაკეტა და შეეცადა შეეფერხებინა სომხეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც პოლიციის დახმარებით მოახერხა სიუნიქის ოლქში შესვლა და გამართა შეხვედრა ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლებთან.

იქიდან ნიკოლ ფაშინიანი ქალაქ გორისისკენ გაეშურა.

იუწყებიან, რომ გორისის გზა მოსახლეობას აქვს გადაკეტილი.
ადგილზე იმყოფება 2000-მდე პოლიციელი, რომლებიც ერევნიდან ჩაიყვანეს წესრიგის დასაცავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG