Accessibility links

site logo site logo

რუსეთში სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა, ადგილობრივი ვაქცინაციის ფონზე


რუსი კოსმონავტი ოლეგ არტიომოვი ვაქცინაციის დროს

რუსეთში წუხელ კორონავირუსით დაავადების 29 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც COVID-19-ის პანდემიის განმვალობაში სარეკორდო დღიური მაჩვენებელია. ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 493-ით გაიზარდა.

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსით ქვეყანაში მთლიანობაში დაინფიცირდა 2,8 მილიონი კაცი.

პანდემიის განმავლობაში გარდაიცვალა 51 000 პაციენტი.


წლის დასაწყისიდან რუსეთში დადასტურდა სიკვდილიანობის მატება - შარშანდელთან შედარებით 120 000-ით მეტი. ბევრი დემოგრაფი ვარაუდობს, რომ ასეთი შემთხვევების უმრავლესობა სწორედ პანდემიას უკავშირდება.

ამ ფონზე, დეკემბრის დასაწყისიდან, მოსკოვში დაიწყო პრეპარატ „სპუტნიკ V“-ით მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. თავდაპირველად აცრა უტარდებათ სამედიცინო და სოციალური დარგების მუშაკებს, ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებს და ხანდაზმულებს.


რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ „სპუტნიკ V“-ის ეფექტიანობა 95%-ს აღემატება. თუმცა, პრეპარატის ზემოქმედების შედეგის დამოუკიდებელი შეფასება ჯერაც არ მომხდარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG