Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯღალოსნებთან მატჩამდე რუსეთის ნაკრები ქართველ ლეგიონერებთან დამარცხდა


საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრები. 2019 წელი
საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრები. 2019 წელი

რუსეთის სარაგბო ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის მოსამზადებლად ქართველი მორაგბეებით დაკომპლექტებულ გუნდს დაუპირისპირდა. ლინ ჯონსის შეგირდებმა სოჭში ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 18:28 წააგეს რუსეთის გუნდებში მოთამაშე უცხოელი ლეგიონერების ნაკრებთან.

ლეგიონერთა შემადგენლობაში ექვსმა ქართველმა ითამაშა: გიორგი ჭყოიძემ, ტარიელ დონაძემ, ილია სპანდერაშვილმა, ნიკა ცირეკიძემ, რევაზ ბროძელმა და ამირან ჩიტეიშვილმა. ჭყოიძემ და დონაძემ თავი გატანილი ლელოებით გამოიჩინეს, რუსეთის ნაკრების სახელით კი მინდორზე ნიკოლოზ კაზალიკაშვილი გავიდა.

ნამატჩევს რუსების უელსელმა დამრიგებელმა განაცხადა, რომ მისი გუნდის ამოცანა საქართველოს ნაკრების თბილისში დამარცხებაა, რაც შეუძლებელი არაა და ამისთვის კარგად უნდა მოემზადონ.

ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურში უმასპინძლებენ. კორონავირუსის პანდემიის გამო ორჯერ გადადებული შეხვედრა მომავალ წელს, 6 ან 7 თებერვალს, გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG