Accessibility links

site logo site logo

იუპიტერის და სატურნის "დიდი შეერთება" შედგა


მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ტელესკოპით და შეუიარაღებელი თვალითაც აკვირდებოდა მზის სისტემის ორი ყველაზე დიდი პლანეტის, იუპიტერის და სატურნის „დიდ შეერთებას“, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო და კულმინაციას 21 დეკემბერს, ღამით მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ორ პლანეტას შორის მანძილი კვლავ მილიონობით კილომეტრი იყო, ისინი ერთმანეთთან ბოლო ოთხი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ახლოს აღმოჩნდნენ.

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსის ეროვნული სააგენტოს(NASA) ინფორმაციით, ეს ორი პლანეტა ერთმანეთს უსწორდება დაახლოებით 20 წელიწადში ერთხელ, მაგრამ წლევანდელი მოვლენა გამორჩეული იყო რამდენიმე გარემოების გამო.

თითქმის 400 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სატურნი და იუპიტერი ერთმანეთთან ასე ახლოს მივიდნენ და დაახლოებით 800 წელი მას შემდეგ, რაც ორი პლანეტის „დიდი შეერთება“ ღამით მოხდა. ამასთან, კულმინაცია დაემთხვა წლის ყველაზე გრძელ ღამეს, 21 დეკემბერს.

იუპიტერის და სატურნის "შეერთებას" მოიხსენიებენ "შობის ვარსკვლავადაც", რადგან ეს მოვლენა შობის პერიოდში ხდება ხოლმე.

„დიდი შეერთება“ დედამიწიდან ყველაზე კარგად ეკვატორიდან ჩანდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG