Accessibility links

site logo site logo

3 064 ახალი შემთხვევიდან ყველაზე დიდი წილი თბილისსა და იმერეთზე მოდის


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კვლავ მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში ვირუსი ბოლო 24 საათში 3 064 პირს დაუდასტურდა, მათგან უმრავლესი შემთხვევა თბილისსა და ქუთაისზე მოდის.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 1 241;
  • აჭარა - 191;
  • იმერეთი - 497;
  • ქვემო ქართლი - 246;
  • შიდა ქართლი - 244;
  • გურია - 52;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 264;
  • კახეთი - 196;
  • მცხეთა-მთიანეთი - 63;
  • სამცხე-ჯავახეთი - 53;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 212 526 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 740-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 188 408.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 42 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 182-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG