Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელმა კანონმდებლებმა ფინანსური დახმარების დიდი პაკეტი დაამტკიცეს


აშშ-ის წარმომადგენლთა პალატამ და სენატმა მიიღეს კანონპროექტი, რომელიც გულისხმობს კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარებული მოქალაქეებისა და ფირმების დახმარებას. კომბინირებული კანონი 1.4 ტრილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს 2021 წელს მთავრობის დაფინანსებისთვის, ასევე გადასახადების შემცირებას.

კანონმდებლებმა კანონპროექტი დაამტკიცეს სწრაფი წესით 21 დეკემბერს და ახლა ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაეგზავნა ხელმოსაწერად.

კანონპროექტის თანახმად, რომელიც ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღეს, ამერიკის ყველა მოქალაქეს და ყველა ბავშვს გადაუხდიან 600 დოლარს. მათ, ვინც წელიწადში 75 ათასზე მეტს გამოიმუშავებს, ეს თანხა შეუმცირდებათ შემოსავლის შესაბამისად.

უმუშევრობის დახმარება გაიზრდება 300 დოლარით და მისი გადახდა კიდევ 11 კვირით გაგრძელდება მომავალი წლის გაზაფხულამდე. წინა პაკეტში შესაბამისი თანხა 600 დოლარი იყო.

კანონის ოპონენტები თვლიან, რომ ეს რიცხვები საკმარისი არ არის.

300 მილიარდი დოლარი გამოიყო მცირე მეწარმეებისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ამ თანხის ნაწილი მოხმარდება ხელფასების გადახდას ამ ფირმების იმ თანამშრომლებისთვის, ვინც დროებით უმუშევარი დარჩა. 50 მილიარდი დოლარი მოხმარდება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენას და მოსახლეობის აცრას.

ეს წელს ფინანსური დახმარების მეორე პაკეტია, რომელიც მოხმარდება მათ, ვინც სამუშაო დაკარგა იმ პირობებში, როცა პანდემიის გამო ეკონომიკა მთელი ძალით ვერ მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG