Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან


ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ 24 დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილობრივი შემსუბუქების, კერძოდ, სავაჭრო ობიექტების გახსნის შესახებ რთული, დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო. ამირან გამყრელიძის თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე კორონავირუსის მაჩვენებელი გარკვეულად გაიზრდება, მაგრამ საჭიროა, რათა ზრდის ინტენსივობა მაქსიმალურად დაბალ დონეზე იქნეს შენარჩუნებული.

„გაითვალისწინეთ, რომ ჩემი კოლეგები ძალიან გადაღლილები არიან, ექიმები, სამედიცინო პერსონალი, და ახალი ტალღა იქნება ძალიან რთული შემდგომ სამართავად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიფრთხილისკენ:

„არ ვიაროთ ბევრი მაღაზიებში, არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული, რომ მაქსიმალურად ჩვენ იანვრის განმავლობაში, რამდენადაც შეგვეძლება, შევამციროთ ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

2 დღეში, 24 დეკემბრიდან, დიდ ქალაქებში სავაჭრო ცენტრები სპეციალური წესებით გაიხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

დიდ ქალაქებში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ დროიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში სავაჭრო ცენტრები მხოლოდ დისტანციურად მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG