Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-სა და ევროპაში კოვიდ-19-ის აცრები ფართოვდება, ბრიტანეთში გავრცელებული ვირუსის ახალი სახეობა განგაშს იწვევს


აშშ-ის მედიცინის მუშაკებს ვაქცინა Moderna-ს პირველი აცრა გაუკეთეს 22 დეკემბერს, ორ კვირაში მას მერე, რაც მთელ ქვეყანაში გავრცელდა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა.

ვაქცინა, რომელმაც უნდა მოიტანოს შემსუბუქება, რასაც დიდი ხანია ელიან, თვეების განმავლობაში ვერ მიაღწევს ადამიანების კრიტიკულ მასამდე. მოელიან, რომ საშობაო პერიოდში ვირუსი კვლავ გააგრძელებს სწრაფად გავრცელებას.

ბოლო კვირებში, აშშ-ში, ყოველდღიურად, საშუალოდ, 210 ათასი ახალი შემთხვევა აღირიცხება. ამ ეტაპზე საავადმყოფოშია 115 ათასი პირი. დღიურად დაღუპულთა რაოდენობა 2600-ს აღწევს.

ევროპის კავშირი იწყებს ვაქცინაციის საკუთარ კამპანიას მას მერე, რაც Pfizer-BioNTech-თან დაკავშირებით ნორმატიული ზღუდეები მოიხსნა. როგორც ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, აცრები დაიწყება 27 დეკემბერს. მოელიან, რომ Moderna-ს ვაქცინას ევროკავშირში იანვრის დასაწყისში დაამტკიცებენ, რაც მოსალოდნელ შვებას მოიტანს ვირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე, როცა ეკონომიკა სუსტდება და ხალხს შეზღუდულ პირობებში ცხოვრება უწევს.

ისევე, როგორც აშშ-სა და ბრიტანეთში, ევროკავშირშიც პირველ რიგში აცრიან სამედიცინო მუშაკებს და ხანშიშესულ პირებს.

საგანგაშოდ იქნა აღქმული ბრიტანეთიდან გავრცელებული ცნობა კოვიდ-19-ის სწრაფად გადამდები შტამის აღმოჩენის თაობაზე, რასაც მოჰყვა ათეულობით ქვეყნის გადაწყვეტილება, შეაჩერონ ტურისტული მიმოსვლა გაერთიანებულ სამეფოსთან. ამასთან, ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს იმის დასტური, რომ ვირუსის ახალი ტიპი უფრო მომაკვდინებელია, ან ვაქცინების მოქმედებაზე გავლენას მოახდენს. წინასწარი მონაცემებით, ის 70 პროცენტით უფრო სწრაფად ვრცელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG