Accessibility links

logo-print logo-print

ერევნის ცენტრში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს


ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე მიტინგს მართავს „მოძრაობა მამულის გადასარჩენად“, რომელიც მოითხოვს პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას.

მანამდე ოპოზიციამ განაცხადა, რომ 22 დეკემბერი მის ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა და ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა გამოაცხადა.

პარტია დაშნაკცუტიუნის წარმომადგენელმა გეღამ მანუკიანმა განაცხადა, რომ მათ შეუერთდა ადვოკატების ჯგუფი.

პარტია „აყვავებული სომხეთის“ წარმომადგენლის, ნაირა ზოჰრაბიანის თქმით, დღეიდან დაუმორჩილებლობის ყოველდღიურ აქციებს გამართავენ, სანამ ფაშინიანი არ გადადგება.

„მოძრაობა მამულის გადასარჩენად“, რომელშიც 16 ოპოზიციური პარტიაა გაერთიანებული, მიიჩნევს, რომ ფაშინიანი პასუხისმგებელია შედეგებისთვის მთიანი ყარაბაღის ომში, რომელშიც სომხურმა მხარემ ტერიტორიებისა და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ეს ოპოზიციური მოძრაობა არის „[ყოფილი] ელიტების ბუნტი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG