Accessibility links

site logo site logo

გომელაურის თქმით, ზოგ ქვეყანასთან სავიზო პოლიტიკა გადასახედი იქნება


ვახტანგ გომელაური

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უკანონო მიგრაციის შესახებ დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის შეკითხვას უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური. მას მიაჩნია, რომ ზოგ ქვეყანასთან სავიზო პოლიტიკა გადასახედი იქნება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რთული თემაა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე შეჩერებულია. ახლა არ დავასახელებ ქვეყნებს, საიდან რა პრობლემები გვაქვს ქვეყანაში, ეს მართლა სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, გადასახედი იქნება სავიზო თემები. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იქნება სამუშაო. ეს პრობლემები ნამდვილად დგას. სერიოზული პრობლემებია ჩვენი ქვეყნისთვის. პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - თქვა გომელაურმა.

პარლამენტში სამთავრობო პროგრამასა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შესახებ მსჯელობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG