Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქრის მილერი მოულოდნელად ჩავიდა ავღანეთში


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქრის მილერი ავღანეთის ხელისუფლებას შეხვდა თალიბანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სასაუბროდ. პენტაგონმა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ მილერის ვიზიტი წინასწარ არ გამოცხადებულა უსაფრთხოების მოსაზრებების გამო.

მილერმა პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან გამართა მოლაპარაკებები ავღანეთის არმიისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების პროგრამაზე. ის ასევე შეხვდა ავღანეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურს, გენერალ სკოტ მილერს. მათი საუბარი ეხებოდა კონტრტერორიზმის თემას და ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირებას.

მილერი ასევე შეხვდა სამხედროებს, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ.

უკანასკნელ თვეებში ავღანეთში მკვეთრად იმატა ძალადობამ, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანსა და ავღანეთის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, რომელიც ბოლოს მოუღებდა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომს.

22 დეკემბერს ქაბულში გზის პირას დამონტაჟებულმა ბომბმა ციხეში მომუშავე მინიმუმ ხუთი ექიმი და ჯანდაცვის მუშაკი იმსხვერპლა, როცა ისინი ქვეყნის უდიდეს ციხეში მიემგზავრებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG