Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ქვიშის თამაშები ორი წლით გადაიდო


2019 წელს ქართულ დელეგაციაში ოთხი სპორტსმენი შედიოდა და ოთხივემ მედალი მოიპოვა.
2019 წელს ქართულ დელეგაციაში ოთხი სპორტსმენი შედიოდა და ოთხივემ მედალი მოიპოვა.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის (ANOC) გადაწყვეტილებით, მსოფლიოს ქვიშის მეორე თამაშები 2023 წლის 24-30 სექტემბერს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია არათუ მასპინძელი ქალაქის, არამედ კანდიდატების ვინაობაც. მასპინძლობის მსურველმა ქვეყნებმა ANOC-ს სპეციალური განცხადებით მომავალი წლის ზაფხულიდან უნდა მიმართონ.

წინასწარი გეგმით, მსოფლიოს ქვიშის თამაშები 2021 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ერთი წლით გადადების გამო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციამ ორწლიანი ციკლის ჩაგდება გადაწყვიტა.

ქვიშის თამაშების ისტორია 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო კატარის დედაქალაქ დოჰაში. სადებიუტო შეჯიბრებაში მონაწილეობა ასამდე ქვეყანამ მიიღო. მათ შორის საქართველომაც.

ქართულ დელეგაციაში ოთხი სპორტსმენი შედიოდა და ოთხივემ მედალი მოიპოვა. ქვიშის ჭიდაობაში ლევან ქელეხსაშვილი (70 კილოგრამი წონითი კატეგორია) და დავით ხუციშვილი (80 კგ) ჩემპიონები გახდნენ. დავით მარსაგიშვილმა (90 კგ) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, მამუკა კორძაიამ (+90 კგ) - მესამე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG