Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ დააპატიმრა ბელარუსის პრესკლუბის თავმჯდომარე, გაჩხრიკეს ოფისები და ბინები


იულია სლუცკაია
იულია სლუცკაია

ბელარუსის პოლიციამ მინსკში დააპატიმრა ბელარუსის პრესკლუბის თავმჯდომარე, იულია სლუცკაია. ხელისუფლებამ გაჩხრიკა დამოუკიდებელი ჟურნალისტური ორგანიზაციის ოფისები და ზოგიერთი წევრის ბინები.

სლუცკაიას ნათესავებმა 22 დეკემბერს განაცხადეს, რომ ის დააპატიმრეს, როცა ბელარუსში დაბრუნდა უცხოეთიდან, სადაც ქალიშვილთან და შვილიშვილებთან ერთა გაატარა არდადეგები. მათი თქმით, არ იციან სლუცკაიას ამჟამინდელი ადგილსამყოფელი.

ამასობაში ბელარუსის პრესკლუბის პროგრამების დირექტორმა, ალა შარკომ ბელარუსის ჟურნალისტთა ასოციაციას შეატყობინა, რომ 22 დეკემბერს მის ბინაში პოლიცია შეიჭრა. შარკოს ადვოკატმა, სიარჰეი ზიკრაცკიმ განაცხადა, რომ პოლიციამ ის გარეთ გამოაგდო, როცა ჩხრეკისას მივიდა ბინაში.

ბელარუსის პრესკლუბმა Instagram-ში გამოაქვეყნა, რომ პოლიციამ ასევე გაჩხრიკა მისი საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორის, სიარჰეი იაკუპაუს ბინა.

ამ ინციდენტებამდე რამდენიმე დღით ადრე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა, ბელარუსი შეიყვანა იმ ქვეყნების სიაში, სადაც უკანასკნელ თვეებში საგრძნობლად გახშირდა ჟურნალისტების დაპატიმრების შემთხვევები.

9 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსი საპროტესტო გამოსვლებითაა მოცული. ოფიციალური შედეგებით, გაიმარჯვა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, მაგრამ ოპოზიცია და დასავლეთი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG