Accessibility links

logo-print logo-print

კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევიდან 1 017 თბილისზე მოდის


ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევიდან მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისსა და იმერეთზე მოდის. რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 1 017;
  • აჭარა - 139;
  • იმერეთი - 429;
  • ქვემო ქართლი - 157;
  • შიდა ქართლი - 192;
  • გურია - 16;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი - 146;
  • კახეთი - 158;
  • მცხეთა-მთიანეთი - 43;
  • სამცხე-ჯავახეთი - 34;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 214 871 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 560-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 191 968.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 51 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 233-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG