Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი პარტიების დაფინანსებაზე: ყალბი ინფორმაციაა, თითქოს ბოიკოტის გამო ვიღებთ ამ კანონს


"ქართული ოცნების" წევრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყალბ ინფორმაციას ავრცელებს, როცა ამბობს, რომ მათი ბოიკოტის გამო მმართველმა პარტიამ მათთვის დაფინანსების შეწყვეტა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, ჟესტი და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია, განასხვავო, პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან, თუ ქუჩის "საბოტაჟნიკები", ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ და ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და არა მხოლოდ იურიდიულმა კომიტეტმა. საქმე ეხება სინამდვილეში იმას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა", - განაცხადა წულუკიანმა.

პარლამენტში არშესვლისა და მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილების შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვითაც ეს ოპოზიციური პარტიები დაფინანსებასაც ვერ მიიღებენ. პარტიები მიიჩნევენ, რომ ამით "ქართული ოცნება" ცდილობს, მათ პარლამენტში შესვლა აიძულოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG