Accessibility links

logo-print logo-print

საქართველოს პარლამენტში კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას


საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის დღევანდელ სხდომაზე განიხილავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას მიერ ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას: „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“. განხილვის შემდეგ კენჭი ეყრება მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას.

„ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებულმა გიორგი გახარიამ პარლამენტს მთავრობის თითქმის უცვლელი შემადგენლობა და პროგრამა 18 დეკემბერს წარუდგინა. მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი ცვლილებაა - იუსტიციის მინისტრად წარდგენილია გოჩა ლორთქიფანიძე, რომელმაც პარლამენტის წევრად არჩეული თეა წულუკიანი უნდა შეცვალოს.

მთავრობას ნდობის მისაღებად სჭირდება სულ მცირე 76 ხმა. მეათე მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 90 დეპუტატი ჰყავს. მმართველი პარტია პარლამენტში მარტო საქმიანობს, რადგან ოპოზიციამ, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ხელახალ არჩევნებს მოითხოვს, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა. 8 ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტიდან მეათე მოწვევის პარლამენტში 60 დეპუტატი აირჩიეს. 50-ზე მეტმა პარლამენტს უკვე მიმართა უფლებამოსილების შესაწყვეტად.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG