Accessibility links

site logo site logo

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევაა


რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დაადასტურა.

აფხაზეთში, აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 8135 შემთხვევა, მათგან 6345 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 102 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, რეგიონში დაახლოებით 240 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ეპიდემიის გამო, აფხაზეთში დაკეტილია სავაჭრო ობიექტები, სურსათის მაღაზიების და აფთიაქების გარდა, არ მუშაობენ სპორტული და გასართობი დაწესებულებები და შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. აკრძალულია ხალხმრავალი შეკრებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG