Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში კორონავირუსის 1 000-ზე ნაკლები შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გამოვლენილი 1 972 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ თბილისიდანაა. თუმცა ბოლო 3 დღის განმავლობაში ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რეგიონების მიხედვით, ინფიცირების მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

  • თბილისი - 920;
  • აჭარა - 139;
  • იმერეთი - 279;
  • ქვემო ქართლი - 112;
  • შიდა ქართლი - 145;
  • გურია - 30;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 120;
  • კახეთი - 117;
  • მცხეთა-მთიანეთი - 57;
  • სამცხე-ჯავახეთი - 32;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 216 843 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 737-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 194 705.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 43 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 276-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG