Accessibility links

logo-print logo-print

გახარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე: მიდგომა იქნება უფრო სტრუქტურირებული


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მთავრობას სტრუქტურირებული მიდგომა ექნება. ამის შესახებ მან პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, სადაც ის როგორც პრემიერობის კანდიდატი საუბრობდა.

"ჩვენ ყველას გვჭირდება ერთიანი, გააზრებული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, პოლიტიკა, რომელშიც იქნება ჩართული ყველა ის უწყება, რომელსაც აქვს პირდაპირი ურთიერთობა და კავშირი ამ პრობლემის მოგვარებასთან - ეს უნდა იყოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, შერიგების სამინისტრო, შესაბამისი სპეციალური სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ა.შ. ეს უნდა იყოს სტრუქტურირებული, კონსოლიდირებული პოლიტიკა საქართველოს მიდგომის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და ამ პოლიტიკის განსაზღვრაში სრულად უნდა იყვნენ ჩართული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები", - თქვა გახარიამ.

მისი თქმით, სამშვიდობო ინიციატივების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება და მისი მიზანი "ჩატეხილი ხიდების" აღდგენა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეეთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG