Accessibility links

site logo site logo

დაკარგული სამხედრო მოსამსახურე თბილისში იპოვეს


რამდენიმედღიანი გაუჩინარების შემდეგ თბილისში იპოვეს თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, იგი თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ თეიმურაზ გიუნაშვილი განწესში 21 დეკენბერს 09:00 საათამდე იმყოფებოდა, განწესის შეცვლის შემდეგ მან სამხედრო ნაწილის ტერიტორია დატოვა, 22 დეკემბერს კი აღარ გამოცხადდა.

მედიის ცნობით, თეიმურაზ გიუნაშვილი ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდა. დამატებითი დეტალები მისი გაუჩინარების შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია საქმეს პირის სამხედრო ნაწილში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობის ფაქტზე სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG