Accessibility links

logo-print logo-print

ტრამპი ირანს აფრთხილებს ბაღდადში საელჩოზე თავდასხმის შემდეგ


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გააფრთხილა ირანი აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიურ პირებზე ნებისმიერი თავდასხმის წინააღმდეგ რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც ერაყში მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, რომელსაც სავარაუდოდ, ირანი უმაგრებს ზურგს, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა აშშ-ის საელჩოზე ბაღდადის კარგად დაცულ "მწვანე ზონაში".

ტრამპის მიერ ტვიტერით 23 დეკემბერს გავრცელებული გაფრთხილება გამოქვეყნდა მას მერე, რაც აშშ-ის უმაღლესი რანგის პირებმა უსაფრთხოების საკითხებში, შეხვედრა გამართეს, რათა ტრამპისთვის მოემზადებინათ ვარიანტები, თუ როგორ იქნეს თავიდან აცილებული ერაყში აშშ-ის ინტერესებზე ნებისმიერი თავდასხმა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მოელოდნენ აშშ-ის ოფიციალური პირები, რომ ირანს და მასთან დაკავშირებულ ერაყელ მეამბოხეებს შეეძლოთ საპასუხო დარტყა განეხორციელებინათ, რათა აღენიშნათ ირანის მაღლი რანგის გენერალ, ყასემ სოლეიმანიზე ერაყის აეროპორტში თავდასხმის წლისთავი.

თეთრ სახლში შეხვედრაზე პრეზიდენტს წარუდგინეს ვარიანტები, რათა დარწმუნებული ყოფილიყვნენ, რომ შეაჩერებდნენ ირანის ან ერაყელი მეამბოხეების თავდასხმებს აშშ-ის პერსონალზე, უთხრა როიტერსის სააგენტოს აშშ-ის ადმინისტრაციის მაღლი რანგის წარმომადგენელმა. შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ტვიტერით კომენტარი გააკეთა რაკეტებით 20 დეკემბერის თავდასხმის გარშემო, რასაც მცირე დაზიანება მოჰყვა და დაწერა, რომ „სამი რაკეტა არ აფეთქდა. აბა, თუ იცით, საიდან იყო ისინი: ირანიდან" - მიაწერა ტრამპმა ფოტოგრაფიებს, რომლებზეც ჩანს, რომ ისინი ირანული წარმოშობისაა. ტრამპი მეგობრულ რჩევას აძლევს ირანს და აფრთხილებს, რომ თუ ერთი ამერიკელი იქნება მოკლული, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება, იფიქრეთ ამაზე“, წერს ტრამპი ამერიკის დანაკარგის, როგორც წითელი ზოლის შესახებ.

ირანმა უარყო ტრამპის ყოველგვარი ბრალდება და განაცხადა, რომ ის დიპლომატიურ და საცხოვრებელ ობიექტებზე ყოველგვარი თავდასხმის წინააღმდეგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG