Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრეზიდენტს კოვიდ-19-ის სიმპტომები აღარ აქვს


საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს აღარ აქვს კოვიდ-19-ის სიმპტომები, იტყობინება ელისეს სასახლე 24 დეკემბერს.

განცხადების თანახმად, მაკრონს ახლა შეუძლია კარანტინი დაასრულოს ერთკვირიანი თვით იზოლაციის შემდეგ.

მას კორონავირუსი აღმოაჩნდა 17 დეკემბერს. ამას მოჰყვა ევროპის არაერთ ქვეყანში იმის გარკვევა, თუ ვის შეხვდა მანამდე მაკრონი, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტს ბევრი მოლაპარაკება ჰქონდა მანამდე გამართული ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან.

მაკრონს რამდენიმე დღის განმავლობაში ჰქონდა თავის ტკივილი, მშრალი ხველება და სისუსტე.

საფრანგეთი კორონავირუსმა ძლიერად დააზარალა, იქ აღნუსხულ შემთხვევათა რიცხვი 2,5 მილიონია, ხოლო კოვიდ-19-მა იმსხვერპლა 62 ათასი ადამიანი.

მსოფლიოს ქვეყნების სხვა ლიდერებს შორის, ვისაც ვირუსი შეეყარა, არიან აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი. ორივე იმყოფებოდა საავადმყოფოში, მაგრამ ორივე ასრულებდა თავის მოვალეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG