Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამტრედიაში ცოლის მოკვლის ბრალდებით ქმარი დააკავეს


პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მოკვლის ბრალდებით ქმარი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მკვლელობაში ბრალდებული კი მიიმალა. ბრალდებული 47 წლის კაცია, გარდაცვლილი კი 32 წლის ქალი.

"სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს", - აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG