Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბექა ოდიშარია კულტურის წლის გამოცხადების იდეით გამოდის


ბექა ოდიშარია
ბექა ოდიშარია

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე კულტურის სფეროს პრობლემების შესწავლის შესახებ ილაპარაკა. გარდა ამისა, კულტურის წლის გამოცხადების იდეით გამოდის.

„იქნებ გამოვიყენოთ, მოვსინჯოთ და გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, სამუშაო შეხვედრის მერე პირველი დიასპორული ბიზნესფორუმი, მით უმეტეს, მოკლებული ვართ და ალბათ ამ მაისის თვეშიც ვერ ჩავატარებთ ყოველწლიურ დიასპორულ კონფერენციას. ერთი სიტყვით, ეს როგორც დიასპორის კომიტეტის წარმომადგენელმა ვბრძანე, ახლა, როგორც განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი მოვსინჯავ ერთი იდეის გაჟღერებას. პირველ რიგში მივესალმები თქვენს [პრემიერ-მინისტრის] განზრახვას, იმის შესახებ, რომ [კულტურა] გამოეყოს ცალკე სტრუქტურად და მინდა ვთქვა შემდეგი, რომ (ბატონმა ბექამ ბრძანა, დავითულიანმა თუ არ ვცდები) კომერციალიზაცია ქართული კულტურის. ახლა ამ დარბაზში ძალიან ბევრი მართლაც მსახური და ექსპერტი ზის კულტურის და დანარჩენი ნაწილი არის მხურვალე ქომაგი, ალბათ დამეთანხმებით, ხო. არცერთ ჩვენგანს შესწავლა არ სჭირდება ქართული კულტურის, დამეთანხმებით, გვჭირდება დარგში დაგროვილი პრობლემების შესწავლა, რასაც ჰქვია ინვენტარიზაცია. იქნებ გამოგადგეთ, ჩვენ გვაქვს ამ „ბრეინ-სტორმინგის“ საშუალება ჩვენს კომიტეტში და მივესალმები ჩვენი კომიტეტის ძალიან საინტერესო შემადგენლობას. თუ ვინმესთვის იყო სიურპრიზი და სიახლე ქალბატონი თეას თავმჯდომარეობა, ჩვენთვის უპირატესობად არის განხილული, მერწმუნეთ. შესაბამისად, იქნებ დავფიქრდეთ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ მომავალი წლის ნახევარი გამოვაცხადოთ ამ პრობლემების შესწავლის პერიოდად, ხოლო იქნებ დარჩენილ წელიწადში მოგვეცეს შესაძლებლობა და ძალა, რომ გამოვაცხადოთ კულტურის წლად", - თქვა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხომაზე განიხილავენ მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG