Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მიაღწიეს ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას „ბრექსიტის“ შემდეგ


ბრიტანეთმა და ევროკავშირმა 24 დეკემებრს მიაღწიეს ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რამაც წერტილი დაუსვა ხანგრძლივ კამათს ლონდონსა და ბრიუსელს შორის შემდგომში ბიზნესის წარმოების წესების, მათ შორის თევზჭერის უფლების შესახებ, რომელიც ძალაში შევა 31 დეკემბერიდან, ლონდონის მიერ ბლოკის საბოლოოდ დატოვების შემდეგ.

შეთანხმება შესაძლებლობას მოგვცემს უზრუნველვყოთ სამართლიანი დაშვება საერთო ბაზარზე და თევზჭერის შესახებ პირობების დაბალანსებას, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკავშირმა და ლონდონმა შეთანხმება მიაღწიეს გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე მხოლოდ ერთი კვრით ადრე.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირდან გავიდა ერთი წლის წინ, 31 იანვარს, მაგრამ 31 დეკემბერამდე ქვეყანა რჩებოდა ევროკავშირის ერთობლივ ბაზარზე და სარგებლობდა ასევე სხვა ევროპული წესები.

მრავალი თვის განმავლობაში უთანხმოების მთავარ საგანს წარმოადგენდა ევროპული ქვეყნებისათვის ბრიტანულ წყლებში თევზჭერის უფლება.

დიდი ბრიტანეთი დაჟინებით ითხოვდა, რომ 1 იანვრიდან გაეკონტროლებინა თავის წყლებში საერთაშორისო თევზჭერა და თავისთან დაეტოვებინა დაჭერილი თევზის იმაზე უფრო დიდი ნაწილი, ვიდრე კვოტების მოქმედი სისტემით იყო განპირობებული.

ევროკავშირს კი სურდა, რომ უფრო დიდი ხნით მოხდარიყო თევზჭერის ახალი სისტემის დანერგვა და შეენარჩუნებინა დიდი ბრიტანეთის წყლებში ფართო დაშვება საფრანგეთის, ესპანეთისა და სხვა წევრი ქვეყნების გემებისათვის.

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო შეთანხმება ეფუძნება ნულოვან ტარიფებსა და ნულოვან კვოტებს. იგი ძალაში შედის 2021 წლის 1 იანვრიდან. შეთანხმება რომ არ შემდგარიყო, მხარეები იუძლებული გახდებოდნენ დაედოთ გარიგება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებით საფუძველზე, ყველა კვოტისა და ტარიფის გათვალისწინებით.

ეს ქმნიდა ბიზნესის დაკარგვისა და უმუშევრობის ზრდის რსიკს.

ევროკავშირსა და დიდი ბრიტანეთს შორის საქონელბრუნვა 2019 წელს 668 მილიიონ ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით 900 მილიარდ დოლარს შეადგენდა).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG