Accessibility links

logo-print logo-print

24 დეკემბრიდან სერბეთში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია Pfizer-BioNTech-ის პრეპარატით


სერბეთის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა პირველმა ჩაიტარა აცრა.

24 დეკემბრიდან სერბეთმა აამოქმედა მასობრივი ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამა, რისთვისაც პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვიდა Pfizer-BioNTech-ის 5000 დოზა პრეპარატი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა და ეპიდემიური კრიზისის მართვის ჯგუფის წევრმა, დარია კისიჩ-ტეპავჩევიჩმა, პირველებმა ჩაიტარეს აცრა, რათა ამით ვაქცინის ეფექტიანობასა და უსაფრთხობაში დაერწმუნებინათ საზოგადოება.

ვაქცინაცია თავდაპირველად ჩაუტარდებათ ხანდაზმულ ადამიანებს, სამედიცინო და სოციალური სფეროს წარმომადგენლებს.

ყოველთვიურად სერბეთი 80 000 კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებს, რაც ორჯერადი აცრის შემთხვევაში 40 000 კაცისათვის არის საკმარისი.

ამასთან სერბეთი ასევე გეგმავს ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანოს რუსეთის მიერ წარმოებული პრეპარატი Sputnik V და ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი, რათა უფრო მეტი რაოდენობა ვაქცინით იყოს უზრუნველყოფილი ქვეყნის 7 მილიონიანი მოსახლეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG