Accessibility links

site logo site logo

რუსეთის პატრიარქმა ეკლესიებს მოუწოდა არ შეიძინონ "განზე დამზადებული" სანთლები


მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილმა, მოსკოვის ეპარქიაში გამართულ თავის ყოველწლიურ შეხვედრაზე, მოუწოდა სასულიერო პირებსა და დედაქალაქის ეკლესიათა წინამძღვრებს, რომ არ შიძინონ საეკლესიო საჭიროებისათვის „განზე დამზადებული სანთლები“.

პატრიარქის თქმით, ასეთია ნებისმიერ სანთელი, რომელიც არ არის დამზადებული საეკლესიო ფაბრიკა „სოფრინოში“. „მოგიწოდებთ, ძმებო, უარი თქვათ მათ შეძენაზე“, - თქვა კირილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ „სოფრინო“, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მნიშვენლოვანი წყაროა.“


სანთლების გარდა, მოსკოვის ოლქში მდებარე ფაბრიკა აწარმოებს სხვადასხვა საეკლესიო საგნებს, მაგრამ გასულ წელს „საფრინომ“ განიცადა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეკორდული, 99 მილიონი რუბლის, ზარალი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG