Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიანების დიდი ნაწილი შობას ზეიმობს


საშობაო მესა ვატიკანში
საშობაო მესა ვატიკანში

მსოფლიოს ქრისტიანების დიდი ნაწილი ქრისტეშობას ზეიმობს. 25 დეკემბერს შობას აღნიშნავენ კათოლიკური, პროტესტანტული, ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიები და მართლმადიდებლური ეკლესიების ნაწილი, მათ შორის საბერძნეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში.

წლევანდელი შობა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პირობებში აღინიშნება.

22:00 საათიდან მოქმედი „კომენდანტის საათის“ გამო, რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მესა ტრადიციულ დროზე ორი საათით ადრე დაიწყო. ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში ღვთისმსახურებაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იყო. სასულიერო პირების უმეტესობას და მრევლს დამცავი ნიღაბი ეკეთა.

მესას ასამდე მორწმუნე ესწრებოდა, მაშინ როცა ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ტაძარსა და მიმდებარე მოედანზე ყოველ წელს ათასობით ადამიანი იკრიბებოდა.

დღეს, რომის პაპი ტრადიციულ საშობაო მიმართვას Urbi et Orbi წაიკითხავს ვატიკანის დარბაზიდან და არა წმინდა პეტრეს მოედანზე გამავალი ცენტრალური აივნიდან.

შობას 25 დეკემბერს არ ზეიმობენ იერუსალიმის, რუსეთის, საქართველოს და სერბეთის ეკლესიები. ისინი შობის დღესასწაულს 7 იანვარს აღნიშნავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG